ინაუგურაციისთვის თელავის არჩევა იმის დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი– სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:07 | 06.12.2018
ნანახია: 88

 

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის თელავში გამართვა სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის ცერემონიის თელავში გამართვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„თელავმა ნაკლები ხმა მომცა და ამ ადგილის არჩევა იმის დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არ ვარ გაბუტული, რომ არ მომცეს ხმა. ვთვლი, რომ ინაუგურაციის ცერემონიის გამართვა რეგიონში არის ძალიან სწორი.  ყველაფერის თბილისში ჩატარება არ არის სწორი. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის ამომრჩევლისთვის, არამედ გზავნილია მთელი საზოგადოებისთვის, ვინც არ მომცა ხმა, თავი შეიკავა ან თუნდაც სხვა კანდიდატებს მისცა ხმა. მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი და მზად ვარ ამისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება. 



 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე