მასწავლებელი, რომელმაც ბავშვებს უთხრა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს, სკოლიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 12:55 | 06.12.2018
ნანახია: 1308

აშშ-ში ნიუ ჯერსის დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელობამ მასწავლებელი, რომელმაც ბავშვებს უამბო, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს, სამსახურიდან გაათავასიუფლა.

მასწავლებელმა ბავშვებს ასევე გაუქარწყლა მითი კბილის ფერიის, სააღდგომო კურდღელისა და ელფების შესახებ

პედაგოგის საქციელით აღშფოთებულმა მშობლებმა მასწავლებელი საშობაო ტრადიციების უგულებელყოფაში დაადანაშაულეს. სკოლის დირექტორმა მიიჩნია, რომ ასეთი საქციელი დაუშვებელია და ბავშვებისთვის სადღესასწაულო განწყობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ზომების გატარება გადაწყვიტა.

საოლქო სკოლების ინსპექტორის თქმით, გათავისუფლებული პედაგოგი ნიუ-ჯესრის სკოლებში მუშაობას ვეღარ შეძლებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე