იაპონიაში ორი ამერიკული თვითმფრინავი ერთმანეთს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 06.12.2018
ნანახია: 600

ამერიკული გამანადგურებელი F/A-18 და სატრანსპორტო თვითმფრინავი КС-130 იაპონიის სანაპიროსთან ჰაერში ერთმანეთს დაეჯახა.

ორივე თვითმფრინავი აშშ-ის საზღვაო ქვეითების ბაზა ივაკუნიდან (ჰიროსიმადან სამხრეთ-დასავლეთით) აფრინდა. ის გეგმიურ სასწავლო ფრენას ასრულებდა. გადარჩენილია ორი სამხედრო, ხუთი ადამიანის ძებნა კი გრძელდება. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 6 გემი და საპატრულო თვითმფრინავი, ასევე იაპონიის შეიარაღებული ძალები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე