57 წლის ედი მერფის მეათე შვილი შეეძინა

საქართველო, თბილისი - 16:37 | 05.12.2018
ნანახია: 1315

ჰოლივუდის 57 წლის მსახიიობ ედი მერფის მეათე შვილი შეეძინა. მსახიობის რჩეულმა, ავსტრალიელმა მოდელმა პეიჯ ბატჩერმა ვაჟი გააჩინა, რომელსაც მშობლებმა მაქსი დაარქვეს.

მაქსი 30 ნოემბერს დაიბადა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა. ბიჭუნა ედის მეათე შვილია, პეიჯისთან მას კიდევ ერთი საერთო შვილი ჰყავს.  

 ედი მერფი და პეიჯ ბატჩერი ერთად უკვე 6 წელია ცხოვრობენ და მალე დაქორწინებასაც აპირებენ. მათი საერთო ქალიშვილი - იზი ორი წლის წინ დაიბადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე