ევროკავშირი საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების შენარჩუნებას მხარს უჭერს - მოგერინი

საქართველო, თბილისი - 15:57 | 05.12.2018
ნანახია: 675

ევროკავშირის ქვეყნებს სურთ, რომ ხელშეკრულება საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შენარჩუნებული და სრულად რეალიზებული იყოს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ყოფნის დროს განაცხადა.

საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულება ეროპის უსაფრთეოების საკვანძო ელემენტია და ჩვენ გვსურს, რომ ის შენარჩუნდეს და მთლიანად შესრულდეს“, - განაცხადა მოგერინიმ.

 „ჩვენ ვერ ვაფასებთ უსაფრთხოების საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომლებიც შესაძლოა, ჩვენი კონტინენტისთვის კვლავ მოსალოდნელი იყოს. ევროპა იყო ბრძოლის ველი დიდი ხნის განმავლობაში, იყო ცივი ომის ბრძოლის ველი და ამიტომ ჩვენ სწორად ვაფასებთ უსაფრთხოების არქიტექტურას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ევროპის მიწაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი იყო.

ჩვენ არ გვსურს უკან დაბრუნება, საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულება ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი იყო 30 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ხელშეკრულების შენარჩუნებისა და შესრულებისთვის ორივე მხარემ, დრო, ბრძნულად უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა მან.

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბრიუსელში ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურას ორი თვის შემდეგ დაიწყებს, თუ რუსეთი არ შეასრულებს აშშ-სა და ნატო-ს მოთხოვნებს ფრთოსან რაკეტებზე უარის თქმის შესახებ.

ამასთან, ნატო-ს ქვეყნების  საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს განცხადება, რომელშიც სრული მხადაჭერა გამოთქვეს აშშ-ის მიმართ და საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების მომავალთან დაკავშირებით, მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე