Chanel-ი ნატურალური ბეწვისა და ტყავის გამოყენებაზე უარს ამბობს

საქართველო, თბილისი - 14:53 | 05.12.2018
ნანახია: 800

ფრანგულმა კომპანია Chanel-მა გადაწყვიტა თავის პროდუქციაში არ გამოიყენოს ეგზოტიკური ცხოველების  ნატურალური ბეწვი და ტყავი. ამის შესახებ პორტალი WWD კომპანიის fashion-მიმართულების პრეზიდენტზე ბრუნო პავლოვსკიზე დაყრდნობით იუწყება.

პორტალის ცნობით, კომპანია აღარ გამოიყენებს, ნიანგის, ხვლიკის, გველისა და სკაროსის ტყავს. რაც შეეხება ბეწვეულს, კომპანია ადრეც ფატქობრივად არ იყენებდა მას.

პავლოვსკიმ განაცხადა, რომ გართულდა ისეთი ტყავის მოპოვება, რომელიც კომპანიის სტანდარტებს, ხარისხსა და ეთიკას დააკმაყოფილებდ. ასევე კომპანია უპირატესობას ანიჭებს სამოსსა და აქსესუარებში ტექსტილისა და ხელოვნური ტყავის გამოყენებას.

მან აღნიშნა, რომ ეგზოტიკური ცხოველების ტყავისგან დამზადებული პროდუქცია ბრენდის მაღაზიებიდან მალე ვერ გაქრება, რადგან ეს გარკვეულ დროს მოითხოვს.

Chanel-ის ხელმძღვანელმა კარლ ლაგერფელდმა განაცხადა, რომ არ ახსოვს ბოლოს როდის გამოიყენა კომპანიამ თავის კოლექციებში ბეწვეული. ეგზოტიკური ცხოველების ტყავის გამოყენებასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ მის მიწოდებაში პრობლემა შეიქმნა და ეს ნებისმიერ შემთხვევაში Chanel-ის საქმე არ არის.

„ ეს ჩვენი თავისუფალი არჩევანია“, - განაცხადა კარლ ლაგერფელდმა.



 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე