109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში დახურული ფლიგელი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 14:18 | 09.12.2015
ნანახია: 1578

ისნის რაიონში, ბოგდანხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში წლების წინ დახურული ფლიგელი გაიხსნა.

ბაღის დახურულ ნაწილს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა, მოეწყო სააღმზრდელო ოთახები, სამზრეულო და სველი წერტილები. აქედან გამომდინარე, ბაღი, რომელშიც ამჟამად 460 ბავშვი დადის, დამატებით 300-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.

„ამ უბანში კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება შევასრულეთ და საბავშვო ბაღი, რომელიც წლების განმავლობაში ბავშვებისთვის  იყო გამოუყენებელი და დახურული, გავხსენით. ჩავატარეთ სარემონტო სამუშაოები, 300 000 ლარზე მეტი დავხარჯეთ და ხედავთ, რომ კეთილმოწყობილი ბაღი მივიღეთ, რომელშიც ორშაბათიდან უკვე დაიწყებენ ბავშვები სიარულს. საბავშვო ბაღი ყველა იმ აუცილებელ პირობას აკმაყოფილებს, რომელიც შესაბამის სტანდარტებით არის დადგენილი“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბაგა-ბაღის დახურული ნაწილის აღსადგენად თბილისის ბიუჯეტიდან 325 000 ლარი გამოიყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე