რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები, სხვაგვარდ მას ტკივილი ელოდება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველო, თბილისი - 13:33 | 05.12.2018
ნანახია: 616

რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურები, სხვაგვარად თავისი ქმედებების შედეგებს მოიმკის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შავ ზვაში შექმნილი სიტუაციის შესახებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. იუწყება ТСН.

 „რუსეთმა უნდა მიიღოს ჩვენი ცნობა იმის შესახებ, რომ მათ უნდა გაათავისუფლონ მეზღვაურები , სხვაგვარად მათ ცუდი შედეგები და ტკივილი ელოდებათ, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მან დაასახელა ზომები, რომლებიც ვაშინგტონმა მოსკოვის ქმედებების წინააღმდეგ მიიღო - სანქციები იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილობდნენ და კომპანიები, რომლებიც ყირიმში მუშაობენ, აშშ-ის პრეზიდენტის, გაეროში აშშ-ს ელჩის, განცხადებები, ასევე  ტრამპისა და პუტინის შეხვედრის გაუქმება. „ვფიქრობ, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს ეს ცნობები, და თუ ის ამას არ გააკეთებს, უნდა იცოდნენ, რომ ვიდრე არ გათავისუფლდებიან მეზღვაურები, ჩვენ ამ სანქციების ფასს გავზრდით. მათ უნდა დააბრუნონ გემები და ეს არ რის ის, რასაც ჩვენი ყურადღების მიღმა დავტოვებთ“, - განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე