სტრასბურგის სასამართლო რუსეთს დაჭრილი უკრაინელი მეზღვაურების მკურნალობას სთხოვს

საქართველო, თბილისი - 11:38 | 05.12.2018
ნანახია: 667

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო რუსეთს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყოს იმ უკრაინელი მეზღვაურების სამედიცინო მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან უკრაინულ გემებზე თავდასხმისას დაიჭრნენ.

უკრაინის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროპული სასამართლო, ასევე, მოითხოვს ინფორმაციას, რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების ჯანმრთელობისა და საპატიმრო პირობების შესახებ. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება ამზადებს სარჩელს უკრაინელი მეზღვაურების უფლებების დარღვევის შესახებ, რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც მომავლი წლის იანვრის თვეში შეიტანს სტრასბურგის სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა.რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი. ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელის, ბორის ბაბინის განაცხადებით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

რუსული მხარე, ტრადიციულად, უკრაინას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე