აშშ-ში ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინცის მონაწილეობაზე ეჭვი აღარ ეპარებათ

საქართველო, თბილისი - 10:54 | 05.12.2018
ნანახია: 596

„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბენ სალმანი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაშია გარეული. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან რობერტ კორკერმა განაცხადა.

„მე ეჭვი აღარ მაქვს, რომ ტახტის მემკვიდრე პრინცმა გასცა მოკვლის ბრძანება, აკონტროლებდა მკვლელობას, ზუსტად იცოდა რაც ხდებოდა და ის წინასწარ დაგეგმა“, - განაცხადა სენატორმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ სუადის არაბეთის პრინცმა ხაშოგის მკველეობის შესახებ იცოდა, თუმცა მიანიშნა, რომ საუდის არაბეთის წინააღმდეგ ახალი ზომების გატარებს არ აპირებდა. აშშ-ში სანქციბის სიაში შეიყვანეს საუდის არაბეთის 17 მოქალაქე, რომლებიც ვაშინგტონის აზრით, მკვლელობასთან იყვნენ კავშირში.

ხაშოგი Washington Post-ის მიმომხილველი იყო და აშშ-ში 2017 წლიდან ცხოვრობდა. ის სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში 2 ოქტომბერს შევიდა და გაუჩინარდა. მოგვიანებით საუდის არაბეთის პროკურატურამ ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა. ხელისუფლების განცხადებით, ამ საქმესთან კავშირში ბრალდებული 22 პირი დააკავა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე