ალბერტ აინშტაინის „წერილი ღმერთზე“ Christie's-ის აუქციონზე 2 892 500 დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 05.12.2018
ნანახია: 1017

ალბერტ აინშტაინის „წერილი ღმერთზე“, ნიუ იორკში, Christie's-ის აუქციონზე თითქმის 3 მლნ დოლარად გაიყიდა.

„ალბერტ აინშტაინის წერილი ღმერთზე“ ნიუ იორკში, Christie"s-ის აუქციონზე 2 892 500 დოლარად გაიყიდა“, - წერს აუქციონის სახლი Twitter-ში. აღნიშნულია, რომ ლოტის საწყისი ფასი 1,5 მლნ ფოლარს შეადგენდა.

წერილი მეცნიერმა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაწერა. ის 1954 წლის 3 იანვრით არის დათარიღებული და გერმანულ ენაზეა შედგენილი.

წერილის ადრესატი იყო ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსი ერიკ გუტკინდი, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტში მუშაობდა.

ლოტს ერთვოდა გუტკინდის შავ-თეთრი ფოტო. Christie's-ის თანახმად, აინშტაინმა გუტკინდს წერილი მისი წიგნის „აირჩიე ცხოვრება: აჯანყებისადმი ბიბლიური მოწოდება“, მისწერა.

როგორც აუქციონისსახლი იუწყება, ეს აინშტაინის ყველაზე ცნობილია წერილია ღმერთის შესახებ, მისი ებრაული იდენტობისა და ადამიანის არსის მარადიულ ძიებაზე.

„სიტყვა „ღმერთი“ ჩემთვის არაფერია თუ არა ადამიანის სისუსტის გამოხატულება და პროდუქტი. ბიბლია საპატიო,  მაგრამ მაინც პრიმიტიული ლეგენდების კრებულია“, -ნათქვამია წერილში.


 

 

ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი - „წერილი ღმერთზე“ კრისტის აუქციონზე 2,9 მილიონ დოლარად გაიყიდა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე