საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქციების დროს 4 ადამიანია დაღუპული

საქართველო, თბილისი - 16:30 | 04.12.2018
ნანახია: 599

ოთხი ადამიანი დაიღუპა საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციების დაწყებიდან. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა.  

“ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის დაწყებიდან დაიღუპა ჩვენი ოთხი თანამემამულე. ასობით მოქალაქე, მათ შორის ჩვენი სამართლდამცველები, დაშავდნენ, მათმა ნაწილმა სერიოზული დაზიანებები მიიღო“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა ფრანგი ხალხისადმი მიმართვაში, რომელიც ფრანგულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.

„ყვითელი ჟილეტები“ ბენზინზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ. მასობრივი აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო.

შაბათს პარიზში აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა. უწესრიგობებმა მთელი ქალაქი მოიცვა.

არეულობის შედეგად დააკავეს 412 ადამიანი. შეტაკებების დროს დაშავდა 133 პირი, მათ შორის 23 პოლიციელი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე