საფრანგეთის მთავრობა მზად არის „ყვითელ ჟილეტებს“ დაუთმოს

საქართველო, თბილისი - 16:13 | 04.12.2018
ნანახია: 959

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ედუარ ფილიპმა საპროტესტო აქციების ფონზე საწვავზე გადასახადების გაზრდაზე ნახევარი წლით მორატორიუმი გამოაცხადა.

„ვერანაირი გადასახადები საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებს ერის ერთიანობას... ძალადობა უნდა შეწყდეს. ქვეყნის პრეზიდენტთან (ემანუელ მაკრონთან) ერთად მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება.

გადასახადების გაზრდა, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან უნდა შესულიყო, კონსულტაციების შემდეგ 6 თვით გაიყინება და მხოლოდ ყვლა მხარესთან განხილვის შემდეგ მიიღება“, - განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიებათა შორის, რომლებზეც მორატორიუმი დაწესდა, შედის საწვავზე ფასებისა და ბენზინსა და დიზელის საწვავზე გადასახადების გაზრდა.

სწორედ საწვავზე გადასახადების ცვლილებამ, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან იყო დაგეგმილი, გამოიწვია „ყვითელი ჟილეტების“ მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომელმაც მთელი საფრანგეთი მოიცვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე