დიდი მადლობა, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 14:50 | 04.12.2018
ნანახია: 791

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა საქართველოს მე-4 პრეზიდენტს, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაელაპარაკოს ოპოზიციას, მით უმეტეს მაშინ როდესაც ჩვენ მივაღწიეთ არნახულ შედეგს, 800 ათასი ხმა ავიღეთ“ - განაცვხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უმრავლესობას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ ოპოზიციის  მოთხოვნები ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროების შემხვევაში პრეზიდენტი და ადმინისტრაცია მზად არის, რომ ამაშიც თავისი წვლილი შეიტანოს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ასევე, ოპოზიცია შემდეგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე