საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალები უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი

საქართველო, თბილისი - 13:27 | 04.12.2018
ნანახია: 572

საქართველოს  პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალები უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე  ბრიფინგი შესაძლოა დღეს ან ხვა გაიმართოს.

„ინაუგურაციის შესახებ დღე ან ხვალ ჩავატარებთ ბრიფინგს, რომ დეტალები გითხრათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიის ჩასატარებლად ორი ადგილი განიხილება – თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ეზო და პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ეზო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე