ნუ დარბიხართ, დადექით, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ ახლა უკვე პრეზიდენტი ვარ? - ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

საქართველო, თბილისი - 13:02 | 04.12.2018
ნანახია: 999

ნუ დარბიხართ, დადექით, ვეღარ მიეჩვიეთ რომ  ახლა უკვე პრეზიდენტი ვარ? ცოტა ჩაიწიეთ, - ასე მიმართა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებაზე ჰკითხეს.

ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის საბიუჯეტო პროცესი და არანაირი პრობლემა არ არის.

"ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. შეტანილია ერთი პროექტი, ჩვენ დავიწყეთ ახლა მუშაობა, მიმდინარეობს თანამშრომლობა, არანაირი პრობლემა არ არის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, 2019 წლის ბიუჯეტის პროქტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება. მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9 მლნ 800 ათას ლარს შეადგენდა. მომავალ წელს ადმინისტრაციის დაფინანსება სულ 6 მლნ ლარი იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე