ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა იზრდება

საქართველო, თბილისი - 12:04 | 04.12.2018
ნანახია: 912

საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით.

დეპარტამენტის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +82%,რუმინეთი +63%, სლოვაკეთი +62%, ნიდერლანდები +58%, გერმანია +50%,  ლატვია  +47%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +36%, გაერთიანებული სამეფო +32% და სხვა.

2018 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტმა 8 მილიონს გადააჭარბა და  8,105,829  შედგა,  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.6%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 6,743,580 შეადგინა, ზრდა+11.9%-ია.  ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,486,595 შეადგინა, რაც 659,454-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +17.2)

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე