საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან, აზებაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან შემოვიდა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 04.12.2018
ნანახია: 957

საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან 1,341,127 (+23.8%), აზერბაიჯანიდან  1,311,907  (+9.8%), სომხეთიდან 1,162,220 (+0.3%) და თურქეთიდან 1,031,147 (+11.6%)  შედგა.

2018 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტმა 8 მილიონს გადააჭარბა და  8,105,829  შედგა,  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.6%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 6,743,580 შეადგინა, ზრდა+11.9%-ია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,486,595 შეადგინა, რაც 659,454-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +17.2%)

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე