გიორგი მარგველაშვილი უმრავლესობას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 11:56 | 04.12.2018
ნანახია: 609

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმრავლესობას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ ოპოზიციის  მოთხოვნები ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, პრეზიდენტი და ადმინისტრაცია მზად არის, რომ ამაშიც თავისი წვლილი შეიტანოს, თუ ეს საჭირო გახდება

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“, მმართველ გუნდმა, საკუთარ თავში, იპოვოს ძალა, რომ მას ჰქონდეს უნარი, დაჯდეს ოპოზიციასთან სასაუბროდ. ეს არ ჰგავს იმ პროცესებს, რომელიც მანამდე ყოფილა. თუმცაღა, მანამდეც ბევრი მცდელობა იყო, როცა ოპოზიციას ეძახდნენ ჭრელს და ასე შემდგომ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრი ხმა, დიდი პროცენტი დგას ოპოზიციის მხარეს. ოპოზიციისგან წამოსული მოთხოვნები, ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი და ადმინისტრაცია, მზად არის, ამაშიც თავისი წვლილი შეიტანოს, თუ ეს საჭირო გახდება“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე