პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60-მდე შემცირდება

საქართველო, თბილისი - 11:44 | 04.12.2018
ნანახია: 665

2019 წლის ბიუჯეტის პროქტის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება. მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9 მლნ 800 ათას ლარს შეადგენდა. მომავალ წელს ადმინისტრაციის დაფინანსება სულ 6 მლნ ლარი იქნება.

ამასთან ერთად, 60-მდე შემცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა. ამ დროისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 140 ადამიანი მუშაობს.

პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე