ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 10:55 | 04.12.2018
ნანახია: 611

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში იმართება ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომლის ფარგლებშიც 4 დეკემბერს შედგება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხთა სრული სპექტრი. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

"თავად ის ფაქტი, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან, ადასტურებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში",- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილია შავი ზღვის რეგიონისადმი და ბუნებრივია მასზე განხილული იქნება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე