საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ისრაელი 71:69 დაამარცხა - რა შანსები აქვთ ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად

საქართველო, თბილისი - 09:44 | 04.12.2018
ნანახია: 1382

სპორტის სასახლეში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართა კალათბურთში, საქართველოს ნაკრებმა ისრაელს უმასპინძლა და ძირითადი დრო 64:64 დასრულდა, ოვერტაიმში კი 71:69 მოიგო.

ეს ილიას ზუროსის ნაკრების მე-5 გამარჯვებაა შესარჩევ ციკლში 10 თამაშიდან.

თბილისში მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მატჩი ბელგრადში დაიწყო, სადაც უმოტივაციო საბერძნეთი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა გარანტირებული ჰქონდა, სერბეთს ესტუმრა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 84:61 დასრულდა

სერბეთის ნაკრები L ჯგუფში 6 მოგებითა და 4 მარცხით ჯგუფში მესამე ადგილზეა და 16 ქულა აქვს. სერბებს მომდევნო ორი მატჩი ესტონეთთან და ისრაელთან რჩებათ. ისინი ესტონეთს გასვლაზე შეხვდებიან, ხოლო ისრაელს სახლში უმასპინძლებენ.

საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის მიზერული შანსი კვლავ აქვს. ქართველმა კალათბურთელებმა დარჩენილი ორი მატჩი უნდა მოიგონ და სერბეთი ორივე შეხვედრაში უნდა დამარცხდეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე