ბევრი ქვეყნის ლიდერს სურს, რომ 16 დეკემბერს ჩვენთან ერთად იყოს და ახლადარჩეულ პრეზიდენტს პირადად მიულოცოს - ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 17:10 | 03.12.2018
ნანახია: 930

საქართველომ 16 დეკემბერს ინაუგურაცია ისე უნდა ჩაატაროს, რომ ქვეყნის ღირსეული სახე წარმოჩინდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ინაუგურაციის გამართვის ადგილზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ინაუგურაციის ღირსეულად ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი ქვეყნის ლიდერი დაინტერესებულია, რომ ამ დღეს ჩვენთან ერთად იყოს და ქვეყნის ახლად არჩეულ პრეზიდენტს პირადად მიულოცოს. საქართველომ 16 დეკემბერს ინაუგურაცია ისე უნდა ჩაატაროს, რომ ქვეყნის ღირსეული სახე წარმოჩინდეს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე