სომხეთის მოქალაქეს მარიხუანა აღმოუჩინეს

საქართველო, თბილისი - 12:31 | 09.12.2015
ნანახია: 1589

მარიხუანას შემოტანის ფაქტი გამოვლინდა 6 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“.

მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს სომხეთის მხრიდან შემოსული მსუბუქი ავტომობილი, მისი მძღოლი, სომხეთის მოქალაქე ა.კ., და მძღოლის კუთვნილი ბარგი  და 4,66 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კრიმინალური პოლიციის მარნეულის რეგიონალური სამმართველოს სადახლოს განყოფილებას.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე