პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:22 | 03.12.2018
ნანახია: 642

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხვდება.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დღეს იქნება პირველი შეხვედრა პრეზიდენტთან, რომ განიხილონ არა მხოლოდ ინაუგურაცია, არამედ ყველა სხვა საკითხი, რაც ეხება მისი ადმინისტრაციის გადმობარებას.

"არა მხოლოდ ინაუგურაცია პრეზიდენტთან არ უნდა გავიაროთ, უნდა გავიაროთ ყველა სხვა საკითხები, რაც ეხება მისი ადმინისტრაციიდან გადმობარებას ჩემს ადმინისტრაციაზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი მარგველვილმა 29 ნოემბერს, ახლადარჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობისთის მზადყოფნა გამოთქვა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მის ბათილად ცნობას ითხოვს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე