ინაუგურაციის ადგილზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:13 | 03.12.2018
ნანახია: 641

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჯერ  გადაწყვეტილი არ არის, სად გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ინაუგურაციის ჩასატარებლად  რამდენიმე ვარიანტი განიხილება.

„ინაუგურაციის ადგილზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, თუნდაც თბილისი, ჯერ ვმსჯელობთ ამაზე, როცა მეცოდინება, მაშინ გეტყვით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე