უკრაინის პარლამენტის წევრი სემენჩენკო გამიგია, დანარჩენებს არ ვიცნობ - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 15:53 | 03.12.2018
ნანახია: 646

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დაკავებულ უკრაინელ მოქალაქეებს არ იცნობს და მათ დაკავებასა და გუშინდელ  აქციას შორის ყველანაირ კავშირ გამორიცხავს.

„მე პარლამენტის წევრი სემენჩენკო გამიგია, დანაჩენებს ნამდვილად არ ვიცნობ, არც ლუკა ჩხეტიანს ვიცნობ პირადად, სახელები და გვარები ვიცი. ისევე, როგორც თქვენ, მეც ამ ამბის შესახებ ტელევიზიით შევიტყვე.  ფაქტობრივი ტყუილია, რომ ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქციაში მონაწილეობისთვის. ისინი 27- ში, არჩევნების წინა დღეს არიან ჩამოსულები ქვეყანაში, შესაბამისად, 27- 28 ში არავინ  იცოდა საერთოდ იქნებოდა თუ არა აქცია“,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გუშინ თბილისში სპეცოპერაციის შედეგად  უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა სხვადასხვა იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე