სადაც უნდათ იქ ჩაატარონ, გინდა ინგალაცია დაარქვან, გინდა ინაუგურაცია - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 15:42 | 03.12.2018
ნანახია: 1221

სადაც უნდათ იქ ჩაატარონ, რაც უნდა ის დაარქვან. მოხდენილი ხუმრობის არ იყოს - გინდა ინგალაცია დაარქვან, გინდა ინაუგურაცია. ჩვენ პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენენ. განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ტვ პირველის ეთერში. მისი თქმით, ნიკა მაჭუტაძის განცხადება, სადაც ის მბობს, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტის ინაუგურაციას არ ჩაატარებინებს, შეიძლება ბათილად ჩიათვალოს.

„ჩემი მეგობრის, ნიკა მაჭუტაძის განცხადება, რომელიც არის ძალიან ჭკვიანი და ინტელექტუალი, ძალიან ემოციურია. ამიტომ, შეგიძლიათ ეს განცხადება, თუ გინდათ ის ამას დაგიდასტურებთ,  ჩათვალოთ ბათილად” - განაცხადა ვაშაძემ.

„სადაც უნდათ იქ ჩაატარონ, რაც უნდა ის დაარქვან. მოხდენილი ხუმრობის არ იყოს - გინდა ინგალაცია დაარქვან, გინდა ინაუგურაცია. ჩვენ პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენენ. მოთხოვნები არ არის მარტივი, უბრალოდ, შეიძლება მარტივად ჩამოყალიბდეს: პირველი არის ის, რომ ჩვენი იურისტები შეიტანენ სარჩელს და მოითხოვენ ამ არჩევნების ბათილად ცნობას, ახალი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ამ არჩევნების დროს სასწრაფოდ გადასვლას პროპორციულ-რეგიონალურ სისტემაზე, ჩვენ ვითხოვთ მთლიანად შეცვლას საარჩვენო ადმიანისტრაციის დაკომპელქტების წესის, ვითხოვთ, საოლქო კომისების გაუქმებას და ვითხოვთ, მკაცრი აკრძალვის გამოცემას, რომ საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით მინისტრებს, მათ მოადგილეებს, აეკრძალოთ საარჩვენო კამპანიებში მონაწილეობა. ეს გამოსავალი არის „ქართული ოცნებისთვის“ და ეს გამოსავალი არის, ოპოზიციისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. ცივილიზებული, წყნარი შეთანხმებითი კომპრომისი. 16-მდე მოვიცდით“, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ  2 დეკემბერს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე, აქცია გამართა.  აქციაზე შეკრებილებს სიტყვით გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა მიმართეს. ოპოზიციის წარმომადგენელმა ნიკა მაჭუტაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლებას 16 დეკემბერს დაგეგმილ ინაუგურაციას არ ჩაატარებინებენ. აქციაზე ჩაერთო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. აქციაზე შეკრებილები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და უახლოეს დღეებში აპირებენ მიმართონ სასამართლოს შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. ასევე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე