ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების განთავსება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:24 | 03.12.2018
ნანახია: 623

თბილისის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენაზე, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმოხილვისას თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ შემუშავდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომლის ფარგლებში, ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების განთავსება დაიწყო.

მისი თქმით, საპილოტე პროექტის განხორციელებას ორბელიანისა და გუდიაშვილს მოედანზეც მოხდება, სადაც სეპარირების ახალი, თანამედროვე ტიპის ურნები განთავსდება.

„დაიწყო ნარჩენების სეპარირების ურნების განთავსება. თითოეული ნარჩენი მეორად პროდუქტად გარდაიქმნება. ამ მიმართულებთ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ - სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები გვეხმარებიან, გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯებიც. საპილოტე პროექტის განხორციელებას ორბელიანისა და გუდიაშვილს მოედანზეც ვაპირებთ, სადაც სეპარირების ახალი, თანამედროვე ტიპის ურნები განთავსდება, როგორც სხვადასხვა ევროპულ განვითარებულ ქვეყანაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე