„თბილისი - ცვლილებების არქივი“ - ვებგვერდის პრეზენტაცია და გამოფენა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 09.12.2015
ნანახია: 1521

10 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება პროექტის „თბილისი - ცვლილებების არქივი“ ვებგვერდის პრეზენტაცია და გამოფენა. ღონისძიებას მასპინძლობს ARCHIVE OF TRANSITION OFFICE და მასზე დასწრება თავისუფალია, ხოლო გამოფენა გაგრძელდება 2016 წლის 10 იანვრამდე. (მის: დ. უზნაძის ქ. 49 თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის/CCA გვერდით).

„თბილისი - ცვლილებების არქივი“ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის პროექტია, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აღმოსავლეთპარტნიორობის პროექტების ფარგლებში განხორციელდა.

საქართველო დღეს გარდაქმნების პროცესშია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. პოსტ-საბჭოთა იდენტობის ძიება, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ელვის სისწრაფით უთმობს ადგილს თანამედროვე ციფრული განვითარების ეპოქას. ერთგვარი დაძაბულობის ქვეშ არის, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილი, ამბიციური და შემოქმედებითი, მენტალურად და გეოგრაფიულად მობილური ახალგაზრდობა. ისინი აღმოსავლეთს და დასავლეთს შუა თავს ციფრული სამყაროს ნაწილად გრძნობენ, რომლებიც მსოფლიოსთან Facebook-ის, twitter-ის და Instagram-ის მეშვეობით ურთიერთობენ. ამავე დროს ცხოვრობენ ხელშეუხებელ, ტრადიციულ ოჯახურ გარემოში, საზოგადოებაში, რომელიც თითქმის არ აძლევს მათ პროფესიული განვითარების/თვითგამოვლენის შესაძლებლობას.

პროექტის ფარგლებში მოხდა საზოგადოების ტრანსფორმაციის პროცესის სხვადასხვა კუთხით შეფასება და წინააღმდეგობრიობების დადგენა, ისეთი საფუძვლების შექმნა, რომლიდანაც სამომავლოდ ახალი კულტურული იდენტობის წარმოქმნა იქნება შესაძლებელი. გერმანელი და ქართველი ახალგაზრდა ხელოვანების ინიციატივით შეიკრიბა ეთნოგრაფიული და კულტურათა სწავლებების კონცეპტებით გათვალისწინებული კულტურულ-ჟურნალისტური კვლევა.

8 თვის მაძილზე სამუშაო ჯგუფმა მოიძია და შეაგროვა სხვადასხვა სახის მასალა, რომელიც მოიცავს ბიოგრაფიული სახის ინტერვიუებს და ოქმებს, დოკუმენტურ ფოტოებსა და ფილმებს, რუქებსა და სტატისტიკურ მონაცემებს და ა.შ. მათ ნაწილს 10 დეკემბერს გამოფენის სახით გაეცნობა საზოგადოება. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები ხშირად ძალიან განსხვავებულია, კითხვა მაინც უცვლელი რჩება: ვინ განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის მომავალს?

პროექტზე მუშაობდნენ: დოქ. სებასტიან პრანც, კლაუს ნოიბურგ, ფაბიან ვაის, ბენ ნაით, იუდიტ დოერენბეხერი, სიმონ როთ, ქრისტიან კუნც, ალექს სოსელია, ვატო წერეთელი, თინათინ ხომერიკი, მაკო კაპანაძე, გალაქტიონ ერისთავი, მარიამ შევარდნაძე, ზურა ცოფურაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე