პეტრო პოროშენკომ ახალ სამხედრო დოქტრინას ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 10:04 | 25.09.2015
ნანახია: 2088

უკრაინის პრზეიდენტმა პეტრო პოროშენკომ ახალ სამხედრო დოქტრინას ხელი მოაწერა. პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დოქტრინა ძალაში უკვე შევიდა.

უკრაინის სამხედრო დოქტრინის, თანახმად, ქვეყნისთვის აქტუალურ სამხედრო საფრთხედ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს.

დოქტრინაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის აქტუალურ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებული აგრესია დონეცკისა და ლუგანკსის ოლქების ცალკეულ რაიონებში, ასვე ყირიმის დროებითი ოკუპაცია.

საფრთხეებს შორის ასევე დასახელებულია რუსეთის სამხედრო კონტიგენტის გაზრდა უკრაინის საზღვართან, ასევე ყირიმის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსება.

სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებს ძირითადი ამოცანების გადაჭრას, რათა შეიქმნას პირობები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამისათვის კი საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის კომპლექსური რეფორმირება იმ დონემდე, რომელიც მისაღები იქნება ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე