ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება - კლინიკური ცენტრის დირექტორი

საქართველო, თბილისი - 12:39 | 03.12.2018
ნანახია: 709

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

კლინიკური ცენტრის დირექტორის, გიორგი ხუციშვილის ინფორმაციით, ია კერზაია მართვით სუნთქვაზე კომატოზურ მდგომარეობაშია.

„შემოსვლისას მდგომარეობა იყო მძიმე, იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ პაციენტს ჰქონდა თავის ტვინის წინა არტერიის ანევრიზმის რუპტურა ანუ გასკდომა პარკუჭოვან ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა... პაციენტი ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში“, - განუცხადა გიორგი ხუციშვილმა რუსთავი 2-ს.

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ოჯახის წევრები კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სკოლის დირექტორი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დედამისის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე