ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:19 | 09.12.2015
ნანახია: 1524

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი თანხის  მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე, კახაბერ ტყებუჩავა დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს მოატყუა, თითქოს დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაეხმარებოდა მას  ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღებაში. აღნიშნულის სანაცვლოდ, კახაბერ ტყებუჩავამ დაზარალებულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა 1 200 აშშ დოლარი.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე