ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:42 | 30.11.2018
ნანახია: 1056

30 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6744 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.52 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0400 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0543 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.43 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5159 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4112 ლარი ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 დეკემბერიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე