ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რეგიონი დააზიანა

საქართველო, თბილისი - 16:41 | 30.11.2018
ნანახია: 1022

სამეგრელოს რეგიონში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სტიქიამ ზიანი მიაყენა აბაშის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტებს. აბაშაში ქარმა პირველ საჯარო სკოლას და ასევე, სოფელ მადანში საბავშვო ბაღს სახურავი გადახადა. ასევე, საცხოვრებელ კორპუსსა და სახლს გადახადა სახურავი ქარმა ხობსა და ჭალადიდში, ხოლო ქარიატაში დაზიანებულია ბონდის ხიდი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებს – ახუთსა და ლესიჭინეს ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო დენი არ მიეწოდება.ლესიჭინეში ელექტროგადამცემ ბოძს ხე დაეცა. რაც შეეხება ზუგდიდს, ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.

აბაშაში, ძლიერი ქარის გამო მოტეხილი ხე დაეცა 35 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზს, რის გამოც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება აბაშის რაიონის სოფლების ნაწილს. ფიდერების დაზიანების გამო, დენის მიწოდება შეეზღუდა ქალაქ აბაშის ქუჩების მცირე ნაწილსაც. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, კომპანია ამ წუთებშიც მუშაობს სამეგრელოში უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ქსელის აღსადგენად.

ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იყო მარტვილის რაიონის ნაწილშიც. კომპანიის ოპერატიული მუშაობის შედეგად, რაიონს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე