საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიესალმება მთავრობის მიერ საპენსიო რეფორმის დაწყებას

საქართველო, თბილისი - 11:03 | 09.12.2015
ნანახია: 1676

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სხდომათა დარბაზში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრას დაესწრებიან საპენსიო რეფორმის სამსახურის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებიან.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიესალმება მთავრობის მიერ საპენსიო რეფორმის დაწყებას, თუმცა გააჩნია თვისი მოსაზრებები და სახელმწიფოს ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს, რომელიც სამსვეტიან სისტემას მოიცავს - პირველი სვეტი წარმოადგენს ბაზისურ საყოველთაო პენსიას, რომელიც ქვეყანაში ცხოვრების და ასაკის მიხედვით გაიცემა. მეორე უზრუნველყოფს სახელმწიფო შენატანებზე დაფუძნებულ განსაზღვრულ სარგებელთან დაკავშირებულ საპენსიო სქემას, რომელიც თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპით მუშაობს, მესამე კი ნებაყოფლობით დაფინანსებულ კერძო საპენსიო სისტემას წარმოადგენს, რომელიც ინდივიდუალური დაზღვევის მსგავსია.

სახელმწიფოს მიერ შემუშავებული საპენსიო რეფორმა მოიცავს მხოლოდ მესამე, კერძო დაგროვებით სისტემას. პროფკავშირების აზრით, აუცილებელია სრული რეფორმირება, ანუ სამსვეტოვანი სქემის დანერგვა, რომელიც ევროპული სტანდარტების და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით იქნა შემუშავებული .

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე