სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრი ადამ გუმაშვილი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 30.11.2018
ნანახია: 834

სირიაში პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, 44 წლის ადამ (გურამ) გუმაშვილი დაიღუპა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, გუმაშვილის სიკვდილი ოჯახს მისმა ცოლმა სირიიდან, 29 ნოემბერს შეატყობინა. ადამ გუმაშვილის დაღუპვის გარემოებები უცნობია. პანკისის სათემო რადიოს ცნობით, გუმაშვილი ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ- ერთ გავლენიან პირად მიიჩნეოდა და ახლო ურთიერთობა ჰქონდა დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერთან თარხან ბათირაშვილთან.

2017 წლის ნოემბერში, როცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ადამ გუმაშვილი იყო, რაც არ დადასტურდა.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ადამ გუმაშვილი სირიაში 2013 წელს წავიდა და მოგვიანებით წაიყვანა ვაჟიც, 18 წლის სულთან გუმაშვილი, რომელიც 2016 წლის აგვისტოში დაიღუპა. პანკისის ხეობაში ცხოვრობს ადამ გუმაშვილის 2 ცოლი და 6 შვილი, ორი ცოლი კი სირიაში ჰყავდა

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე