55 წლის კვენტინ ტარანტინო პირველად დაქორწინდა

საქართველო, თბილისი - 12:37 | 29.11.2018
ნანახია: 1481

ამერიკელი რეჟისორი კვენტინ ტარანტინო ისრაელელ მომღერალსა და მოდელზე დანიელს პიკზე დაქორწინდა. 55 წლის ტარანტინოსთვის ეს პირველი ქორწინებაა. ამის შესახებ გამოცემა People იუწყება.

როგორც ჟურნალი წერს, წყვილი ლოს ანჯელესში გუშინ დაქორწინდა. ეს იყო მოკრძალებული ცერემონია, რომლსითვისაც პატარძალმა ელეგანტური თეთრი კაბა შეარჩია ფატითა და გვირგვინით. ტარანტინოს კი შავი კოსტიუმი ემოსა.

მანამდე ტარანტინო ამბობდა, რომ ირჩევს სამუშაოს და არა ქორწინებას. 2009 წელს რეჟისორმა განაცხადა, რომ როდესაც ფილმებს იღებს, ამის გარდა არაფერი აინტერესებს, არ ყავს ცოლი და შვილები და გზად არავინ და არაფერი ეღობება.

ტარანტინომ და პიკმა ერთმანეთი ისრაელში 2009 წელს გაიცნეს. მოგვიანებით წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ 2015 წელს შეყვარებულებმა შეხვედრები განაახლეს. 2017 წელს მათ ნიშნობის შესახებ განაცხადეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე