ცესკო -ში 307 საჩივარი შევიდა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 29.11.2018
ნანახია: 843

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 307 საჩივარია შესული.

ცესკო-ს ინფორმაციით, საჩივრების დიდი ნაწილი საუბნო საარჩევნო კომისიებში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მიერაა დაწერილი და ძირითადად, პროცედურული ხასიათის საკითხებს მოიცავს. მათ შორისაა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნა. შედეგების ბათილობასთან დაკავშირებული საჩივარი ხუთ უბანს ეხება: სიღნაღისა და წყალტუბოს თითო-თითო უბანი, მარნეულის სამი უბანი და ხულოში გადასატანი ყუთი.

ცესკო-ს ინფორმაციით, კომისია საჩივრებს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე