გიგლა აგულაშვილი პარიზში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 10:27 | 09.12.2015
ნანახია: 1584

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი  გიგლა აგულაშვილი  პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენციის ფარგლებში  ესტონეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს მარკო პომერანტს შეხვდა.

ორი ქვეყნის  გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ატმოსფერორული ჰაერის დაცვის, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შერბილების, წყლის რესურსების მართვის, ტყის მდგრადი მართვის  ნარჩენების მართვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით ხორციელდება.  

„საქართველო  გარემოს დაცვის სფეროში,  ესტონეთის  ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გატარებული რეფორმების  გამოცდილებას გაიზიარებს“, - აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.

მხარეები მომავალში  ესტონეთში არსებული ნარჩენების ინოვაციური გადამუშავების სისტემაზე ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარებაზის მიმართულებითაც იმუშავებენ.

„მოგეხსენებათ, რომ ესტონეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რაც შეეხება ჩვენს მოლოდინს აღნიშნულ კონფერენციასთან დაკავშირებით აუცილებელია შემუშავდეს ისეთი მიდგომა, რომელიც სამომავლოდ შეარბილებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგებს. ვიმედოვნებ, თანამშრომლობა საქართველოსა და ესტონეთს შორის გარემოს დაცვის სფეროში მომოვალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ესტონეთის გარემოს დაცვის მინისტრმა მარკო პომერანტმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე