ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე პროკურატურაში დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 10:18 | 09.12.2015
ნანახია: 1678

პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელები ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე პროკურატურაში, დაკითხვაზე არიან დაბარებული. 
საქმე კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო ჩარევასა და კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებით მათ დაინტერესებას ეხება.
რაც შეეხება ზვიად ქორიძეს, ის თბილისში არ იმყოფება. ქორიძე თბილისში სავარუდოდ დღეს დაბრუნდება და არ არის გამორიცხული, რომ პროკურატურაში დღესვე მივიდეს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე