ცაგერში პირველ უბანზე ხანძარს გამო საარჩევნო პროცესი დროებით შეწყდა

საქართველო, თბილისი - 15:42 | 28.11.2018
ნანახია: 716

ხანძრის გამო ცაგერში, პირველ უბანზე საარჩევნო პროცესი დროებით შეწყდა. კულტურის სახლის დარბაზში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, ცეცხლი დაახლოებით დილის 09:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი კვამლის გამო, საარჩევნო პროცესი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იყო შეფერხებული.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ჯგუფები.

ცაგერში სულ 41 საარჩევნო უბანი და 11 045 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილება 2 588-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,43%-ია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე