ქობულეთში შუა ხნის მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 14:08 | 28.11.2018
ნანახია: 677

ქობულეთში, ​სოფელ ჩაისუბანში შუა ხნის მამაკაცი მოკლული იპოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მამაკაცი გზასთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

უბნის რწმუნებულის თქმით, შემთხვევა საავტომობილო გზასთან ახლოს მოხდა და საარჩევნო უბანთან სიმშვიდეა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე