ზუგდიდის სამი საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები გააძევეს

საქართველო, თბილისი - 11:11 | 28.11.2018
ნანახია: 672

ზუგდიდის სამი საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები გააძევეს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ დამკვირვებლებმა საარჩევნო კანონი დაარღვიეს.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ  მე-20 და 81-ე უბნებიდან „გაერთიანებული ოპოზიციის“ დამკვირვებლები უმიზეზოდ, ხმაურის გამო გამოაძევეს. მე-20 საარჩევნო უბანზე პირადად იმყოფებოდა „ნაციონალ;ური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა.

ზოდელავა აცხადებს, რომ დამკვირვებლების გაძევების გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს. მისივე თქმით, თუ დამკვირვებლების გაძევებას ექნება მასობრივი და ტენდენციური ხასიათი, მომხდარს სხვა შეფასებას მისცემენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე