დედაქალაქის ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის EBRD-ი 15 მლნ ევროს გამოყოფს

საქართველო, თბილისი - 12:48 | 27.11.2018
ნანახია: 1045

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას.

დოკუმენტი ითვალისწინებს 15 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას  ქალაქ თბილისის მყარი ნარჩენების მართვის მიზნით. კერძოდ, აღნიშნული თანხა მოხმარდება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სათანადო ტექნიკის შესყიდვას. პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ეფექტი და მოემსახურება ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას.

დღესვე, პროექტის ფარგლებში, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.

დღეის მდგომარეობით, EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 200-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით  3 მილიარდი ევროა, საიდანაც 90% მიმართულია კერძო სექტორის განვითარებისკენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე