ვაჟა ფშაველას გამზირზე მკვლელობა მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:11 | 27.11.2018
ნანახია: 853

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მკვლელობა მოხდა. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, მოკლული ქალია.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ინციდენტი უძღოდა, თუმცა მონაწილე პირთა რაოდენობა უცნობია. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ადგილზე დააკავეს.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ფაქტს ადასტურებს.

გამოძიება 108-განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე