კაფე "სტრადასთან" მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 19:44 | 26.11.2018
ნანახია: 829

შეირაღებული თავდასხმა მოხდა თბილისში. ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა, კაფე სტრადასთან. დაჭრილია ერთი ადამიანი. როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს, თავდამსხმელმა პისტოლეტიდან ესროლა. 

თვითმხილველთა თქმით, მისი თქმით დაჭრილს დახმარება კაფეშივე აღმოუჩინეს. ის სასწრაფო დახმარებას არ დაელოდა და წავიდა. 

ადგილზე მობილიზებულია საგამოძიებო სამსახური. პერიმეტრი მთლიანად შემოსაზღვრულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე