წითელ ხიდზე ტაქსს თავს დაესხნენ - ძღოლს და მგზავრებს სცემეს და გაძარცვეს

საქართველო, თბილისი - 16:17 | 26.11.2018
ნანახია: 796

 წითელ ხიდზე  ტაქსს თავს ხუთი შეიარაღებული პირი დაესხა. მანქანაში მყოფ პირებს თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტაქსის მძღოლი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.  „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გატაცებულია გარკვეული ოდენობის თანხა. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაზარალებული ტაქსის მძღოლის შვილი აცხადებს, რომ გზაზე მოძრავ მანქანას რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა გზა გადაუღობა და მგზავრებს გაზის იარაღიდან ესროლა.

„მამაჩემი ტაქსისტია. წითელი ხიდიდან კლიენტები მოჰყავდა. დაახლობით დილის 10 საათზე ამ გზაზე ბეემვეს მარკის მანქანა დაედევნა და გზა გადაუღობა. შემდეგ 4-5 ნიღბიანი პირი გადმოვიდა მანქანიდან, ისროლეს გაზის იარაღიდან, ყველა ნახევრად გათიშული იყო. მამაჩემი სასტიკად უცემიათ. კლიენტებსაც გაუსწორდნენ ფიზიკურად, მაგრამ მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გარკვეულ ოდენობით ფული და მანქანის გასაღები წაუღიათ. სისხლის კვალი აქ ახლაც ჩანს. მამაჩემი ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი”- ამბობს ინურ მამედოვი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე