აჭარის ტელევიზიაში ხანძარი გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 15:23 | 26.11.2018
ნანახია: 713

ხანძრის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობა დროებით შეწყვეტილია.

პირველი არხის ცნობით, ცეცხლი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ელექტროენერგიის კვების ბლოკში გაჩნდა.

კვამლი თანამშრომლებმა შენიშნეს და სახანძრო სამსახური გამოიძახეს.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ტელევიზიასა და რადიოს, ვერ მუშაობს ვებგვერდიც. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, დენის მიწოდება სავარაუდოდ, ერთ საათში აღდგება. ტექნიკა დაზიანებული არ არის.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. დამწვარია ტრანსფორმატორი. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე