თბილისში სუპერმარკეტ "ნიკორას" სადისტრიბუციო ავტომობილი გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 15:04 | 26.11.2018
ნანახია: 824

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, სუპერმარკეტ "ნიკორას" სადისტრიბუციო ავტომობილი გაქურდეს. შემთხვევა დილით მოხდა. 

მომხდარის დეტალები უცნობია, ასევე უცნობია რისი წაღება შეძლეს ქურდებმა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. 

სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე